fbpx
კრიმინალი

“არა საზღვრებს, შეჭამეთ პოლიციელები” – საბერძნეთის პოლიციამ ათენში 43 პირი დააკავა

ოთხშაბათს ღამით ათენში, მეტროსადგურ “აკროპოლს” თავს ათობით ადამიანისგან შემდგარი დაჯგუფება დაესხა და მატერიალური ზარალი გამოიწვიეს. პოლიციამ გამოძიების შედეგად აღნიშნული დანაშაულისთვის 43 პირი დააკავა. 10 მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

კერძოდ, დაკავებულებს შორის არიან საბერძნეთის, სირიის, ალბანეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ირანის, ესპანეთის, ამერიკის და თურქეთის მოქალაქეები.

როგორც ცნობილი გახდა, ისინი ადრეც იყვნენ შემჩნეულნი ანარქისტულ საქმიანობაში მონაწილეობაში.

მათ “აკროპოლის” სადგურში იმიგრანტებთან და საზღვრებთან დაკავშირებული სლოგანები დააწერეს:
“გაანადგურეთ საზღვრები”, “არა საზღვრებს”, “შეჭამეთ პოლიციელები, და არა ხორცი”.

 

onalem

ტესტ