fbpx
კრიმინალი

ათენი: ბერძენმა მამაკაცმა 12 წლის ალბანელი ბიჭი სცემა, რადგან მის შვილთან უთანხმოება მოუვიდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენში, კერძოდ, პერისტერიში, 12 წლის ბავშვი თანაკლასელის მამისგან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. როგორც თავად ბიჭის მამა ამბობს, ეს იყო რასისტული თავდასხმა, რადგან ისინი ალბანელები არიან.

ვრცელდება ვიდეო, თუ როგორ ჰყავს მამაკაცს ბავშვი ძირს დაგდებული და ამავე დროს ეუბნება, რომ ადგეს. ირკვევა, რომ თავდაპირველად ბიჭს უთანხმოება თანაკლასელთან მოუვიდა, თუმცა, ადგილზე მოგვიანებით მისი მამაც მივიდა და უკვე მან დაიწყო საქმის გარჩევა. ბერძენმა მამაკაცმა ბავშვური უთანხმოების მოგვარება ძალადობის გზით გადაწყვიტა, თანაც სხვა მცირეწლოვნების თვალწინ.

ირკვევა, რომ 12 წლის ბავშვს კისრის არეში მოტეხილობა აქვს მიღებული. მისი მამა ამ ამბავს რასიზმთან აიგივებს და მოძალადის სამაგალითო დასჯას ითხოვს.

onalem

ტესტ