fbpx
კრიმინალი

პაკისტანელების სასტიკი დანაშაული თესალონიკში, რომელმაც საზოგადოება შეძრა

Protothema.gr-ის ინფორმაციით, თესალონიკში პაკისტანის ორი მოქალაქე დააკავეს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული კი შოკისმომგვრელია.

არსებული ცნობებით, ორმა მამაკაცმა ბერძენი გოგონა გაიტაცა, სახლში გამოკეტა და გააუპატიურა. როგორც მსხვერპლი პოლიციასთან ჰყვება, მას გზაზე მანქანით წამოეწივნენ, შიგ ძალით ჩასვეს და ერთ-ერთ ბინაში წაიყვანეს, სადაც რამდენჯერმე გააუპატიურეს.

ირკვევა, რომ თავად პაკისტანელები, 45 და 34 წლის, დანაშაულს კატეგოირულად უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი თავად გოგონას თანხმობის პირობებში მოხდა და არაფერი გაუკეთებიათ ძალით. ასევე აცხადებენ, რომ შეუძლიათ ნახონ კადრები კამერიდან, რომელიც ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზეა დამონტაჟებული და აუცილებლად ასახავდა მომენტს, როგორ სხდებიან ისინი მანქანაში და რომ ადგილი არ ჰქონია არანაირ ძალადობას.

ერთ-ერთი პაკისტანელი ამბობს, რომ სექსუალურ აქტში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია და უბრალოდ იმავე საწოლში იწვა. ასევე ამტკიცებს, რომ ბინაში იმყოფებოდა კიდევ ორი მათი თანამემამულე, რომელთაც არაფერი დაუშავებიათ 20 წლის ბერძენი გოგონასთვის.

პოლიციას მსხვერპლმა მას შემდეგ შეატყობინა, რაც მათი სახლიდან თავის დაღწევა შეძლო. 45 წლის მამაკაცი 1.000 ევროიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, რჩება შინაპატიმრობაში, ვიდრე გამოძიება ბოლომდე მივა და სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის შედეგად 20 წლის გოგონას ნამდვილად დაუდგინდა სექსუალური ძალადობის ნიშნები.

onalem

ტესტ