fbpx
საზოგადოება

5.000 ევრო მშობლებს, რომელთა 7 წლის შვილსაც სკოლის ეზოში სახე გაეჭრა

ათენის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მშობლებს, რომელთა არასრულწლოვანი ვაჟიც სკოლაში, შესვენების დროს, სერიოზულად დაშავდა, კომპენსაციის სახით 5.000 ევრო გადაეცემათ.

გავრცელებული ინფორმაციით, 7 წლის ბიჭი სკოლის ეზოში შესვენებაზე თამაშობდა და სწორედ ამ დროს დაშავდა. ირკვევა, რომ დაზიანება მის სახეზე გამოიწვია სკოლასა და საბავშვო ბაღს შორის არსებულმა გამყოფმა, რომელიც რკინის არის და გარკვეულ ადგილებზე ჰქონდა ერთგვარი წვეტები. ბავშვს აღენიშნება სერიოზული, ღრმა ჭრილობა ლოყის არეში.

სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის მიხედვით, ინციდენტი გამოიწვია მასწავლებელთა მხრიდან გამოჩენილმა არასაკმარისმა ყურადღებამ და დაუდევრობამ. მათ მიერ არ იქნა მიღებული შესაბამისი ზომები, რის გამოც, მშობლებისთვის 5.000 ევროს გადაცემა გადაწყდა.

 

onalem

ტესტ