fbpx
კრიმინალი

სკანდალური საქმე საბერძნეთში: გინეკოლოგს პაციენტი ქალები სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს

ბერძნული მედიის საშუალებით სკანდალური საქმის შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც ექიმ-გინეკოლოგს ეხება. მას პაციენტები სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია კუნძულ როდოსზე მოღვაწე გინეკოლოგზე, რომელიც პაციენტებზზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა და ამავე დროს, ფიზიკურად ავიწროვებდა.

რას ჰყვება მსხვერპლი, რომელმაც ხმა მხოლოდ მას შემდეგ ამოიღო, რაც ექიმს სხვა ქალმა უჩივლა:

“მასთან მივედი პაპ-ტესტის გასაკეთებლად და როდესაც შევედი, ჩვეულებისამებრ მივესალმე. ვუთხარი, რომ მას დიდი ხნის წინ ვეწვიე დასთან ერთად და ვკითხე, თუ ვახსოვდი. მიპასუხა: “როგორ არ მახსოვხარ, ჩემი თოჯინა. როგორ არის შენი და?!” შემდეგ მომიახლოვდა, ყელზე მაკოცა და მითხრა, რომ ორივე თოჯინები ვიყავით “ქვემოდან”, რაშიც გულისხმობდა სასქესო ორგანოს.

შემდეგ მითხრა, რომ უნდა გავესინჯე, რისთვისაც არ გამოიყენა არანაირი სამედიცინო მოწყობილობა და მხოლოდ ხელით მსინჯავდა. ცხადია, ეს იყო ყველაფერი, გარდა გასინჯვისა და აკეთებდა ისეთ მოძრაობებს, რასაც პირდაპირ სექსუალური შევიწროვება ჰქვია.

გავოგნდი და იმდენად შოკურ მდგომარეობაში ჩავვარდი, რომ ხმა ვერ ამოვიღე, მაგრამ მალე დამეტყო სახეზე გაბრაზება და მითხრა, რომ საცვალი ჩამეცვა, ისიც დააყოლა, რომ თუ მსურდა, ამაშიც დამეხმარებოდა.

ამ ყველაფრის შემდეგ თავს წარმოუდგენლად საშინლად ვგრძნობდი. დამჭირდა 6 თვე, რომ დამევიწყებინა ეს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა. 2 თვის მანძილზე არ შემეძლო ჩემს პარტნიორთან ერთად დაძინებაც კი.

მინდოდა, რომ მისთვის მეჩივლა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ პირველ რიგში ვერ შევძლებდი ადვოკატებისთვის თანხის გადახდას და მეორე რიგში, არავინ დამიჯერებდა.

როდესაც გავიგე, რომ სხვა ქალმა უჩივლა, მივხვდი, რომ ველოდებოდი ამ მომენტს… მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამართალი იზეიმებს, გაიგებენ ასეთი ადამიანები, რომ ქალებს არ ეშინიათ და რომ ჩვენ გვაქვს ხმა,” ამბობს ის.

ირკვევა, რომ გინეკოლოგის წინააღმდეგ საქმე უკვე აღიძრა და გამოვლენილია მინიმუმ ორი პაციენტი, რომელზეც მან მსგავსი სახით იძალადა.

onalem

ტესტ