fbpx
კრიმინალი

ბერძენმა მამაკაცმა 23 წლის ემიგრანტს ესროლა, რომელიც ხელფასის გადახდას სთხოვდა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ორშაბათს, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა. ბერძენი მამაკაცი დაკავებულია, ხოლო 23 წლის ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კერძოდ, როგორც Open ΤV იუწყება, 23 წლის ემიგრანტი, რომელიც ინდოეთიდან საბერძნეთში სამუშაოდ არის ჩამოსული, ბერძენ მამაკაცთან მუშაობდა, ის კი, კუთვნილ ხელფასს არ უხდიდა. სწორედ ამიტომ, ორშაბათ დღეს, თანამშრომელთან ერთად სამსახურში მივიდა და ორივემ თანხა მოითხოვა.

როგორც ახალგაზრდა ჰყვება, მათ შორის უსიამოვნო საუბრის შემდეგ ბერძენმა იარაღი ამოიღო და მათ ცეცხლი გაუხსნა, რის გამოც 23 წლის ბიჭი დაშავდა.

ადგილზე გამოიძახეს სამედიცინო ბრიგადა, თუმცა, დამნაშავე გაიქცა, რათა დაკავებისთვის თავი აერიდებინა.

პოლიციამ მისი იდენტიფიცირება უკვე შეძლო და ის განყოფილებაში გადაიყვანეს. ბერძენი ამტკიცებს, რომ მხოლოდ დაშინების მიზნით გაისროლა, რადგან ინდოელი ემიგრანტები მას ბასრი საგნით ემუქრებოდნენ და ფულს სთხოვდნენ.

მიმდინარეობს გამოძიება.

onalem

ტესტ