fbpx
საბერძნეთი

შოკისმომგვრელი მონაცემები: ატიკაში მოძრავი ყოველი 10 მძღოლიდან 1 ნასვამია

აღნიშნული მონაცემები საგზაო პოლიციის მიერ ჩატარებული შემოწმებების შედეგად გავრცელდა. აღმოჩნდა, რომ ატიკის რეგიონის გზებზე მოძრავი ყოველი 10 მძღოლიდან 1 ნასვამ მდგომარეობაშია.

მაგალითისთვის, საგზაო პოლიციამ საერთო ჯამში 1. 549 ალკოტესტი ჩაატარა, საიდანაც 138 მძღოლს დარღვევა დაუფიქსირდა.

მძღოლების 10% მოძრაობდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. 138 კანონდამრღვევიდან 110 მამაკაცი (79.7%), ხოლო 28 ქალი (20.3%) იყო.

მათ შორის ასაკი 31-დან 50 წლამდე მერყეობს, ხოლო 61 წელს გადაცილებული მძღოლები ყველაზე ნაკლებ შემთხვევებში მოძრაობენ ნასვამ მდგომარეობაში, დაფიქსირდა მხოლოდ 2.9%.

 

 

 

onalem

ტესტ