fbpx
საბერძნეთი

კრეტა: ბერძენმა ქალბატონმა ინტერნეტით გაცნობილ მამაკაცს 100.000 ევროზე მეტი გადაურიცხა, რეალურად კი, ნანახიც არ ჰყავდა

თაღლითობის კიდევ ერთი მსხვერპლი გახდა 41 წლის ბერძენი ქალბატონი, რომელმაც 100.000 ევროზე მეტი დაკარგა “სიყვარულის გამო”.

როგორც ირკვევა, ქალს, რომელიც კრეტაზე ცხოვრობს, მამაკაცი ინტერნეტის საშუალებით დაუკავშირდა, გაეცნო, ხშირად კონტაქტობდნენ და როგორც ჩანს, მოახერხა, რომ მისთვის თავი შეეყვარებინა.

ამას გარდა, ეუბნებოდა, რომ საზღვარგარეთ ცხოვრობდა, ამიტომ ფიზიკურად ჯერ ვერ შეხვდებოდა, მიუხედავად ამისა, ჰპირდებოდა, რომ სულ მალე ჩამოვიდოდა საბერძნეთში და ერთად გადავიდოდნენ. ჩანს, რომ მამაკაცმა 4 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით მისგან 105.600-მდე მიითვისა, ჯამში შეასრულებინა 9 გადარიცხვა.

როდესაც ქალმა საბოლოოდ გააცნობიერა, რომ საქმე თაღლითობასთან გვქონდა, პოლიციის განყოფილებაში მივიდა და საჩივარი შეიტანა. გამოძიება ცდილობს დაადგინოს, თუ რა ტერიტორიიდან მოხდა მასთან დაკავშირება და ვინ არის მამაკაცი.

 

onalem

ტესტ