fbpx
საბერძნეთი

აფრიკული მტვერი და ტალახიანი წვიმა დღეიდან საბერძნეთში – არნაუტოღლუს პროგნოზი

სინოპტიკოს, საკის არნაუტოღლუს პროგნოზის მიხედვით, დღეს დილიდან საბერძნეთის უმეტეს ტერიტორიაზე მოღრუბლული ამინდი იქნება და მოსალოდნელია ნალექიც.

მისი ვარაუდით, გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე დღეებში ჰაერში აფრიკული მტვრის ინტენსივობა საკმაოდ დიდია და კიდევ უფრო გაიზრდება დღეიდან, მოსალოდნელია ტალახიანი წვიმა, იონიის ზღვის ზოგიერთ ტერიტორიაზე კი, ძლიერი ქარიც.

შუადღემდე ფენომენი გავრცელდება აღმოსავლეთ საბერძნეთისკენ და იწვიმებს პელოპონისოში, შემდეგ ჩრდილოეთ სტერეაში, ჩრდილო-დასავლეთ თესალიაში და დასავლეთ და ცენტრალურ მაკედონიაში. ტალახიანი წვიმა ძირითადად მოსალოდნელია აღმოსავლეთ პელოპონისოში, აღმოსავლეთ ევიასა და კიკლადესის კუნძულებზე, ასევე კრეტასა და აღმოსავლეთ და ცენტრალურ მაკედონიაში.

ატიკის რეგიონში მოსალოდნელია ღრუბლიანობა, რომელიც ნელ-ნელა გახშირდება და შუადღის საათებში სინოპტიკოსები ტალახიან წვიმას აქაც პროგნოზირებენ. ჰაერი 18-დან 25 გრადუსამდე გათბება.

თესალონიკს რაც შეეხება, მოსალოდნელია ატიკის მსგავსი ამინდი, ტალახიანი წვიმით, ხოლო ჰაერის ტემპერატურა 13-დან 20 გრადუსამდე იმერყევებს.

onalem

ტესტ