fbpx
საბერძნეთი

სავალდებულო თვით-ტესტირება საბერძნეთში – მთავრობის წარმომადგენელთა საგანგებო ეთერი

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ვასილის კიკილიასმა და შრომის მინისტრმა, კოსტის ხაძიდაკისმა საგანგებო ეთერით გამოსვლისას განაცხადეს, რომ საბერძნეთში თვით-ტესტირება სავალდებულო ხდება რამდენიმე სექტორის წარმომადგენელთათვის და დაასახელეს თითოეული მათგანი.

როგორც უკვე ცნობილია, თვით-ტესტირება არის ერთ-ერთი ის საშუალება, რომელზე დაყრდნობითაც საბერძნეთის მთავრობა გეგმავს, რომ გახსნას ეკონომიკა ეტაპობრივად, ვინაიდან რისკები კვლავ მაღალი რჩება და ინფიცირებულთა რაოდენობა არ იკლებს.

მეორეს მხრივ, კიკილიასმა გამოთქვა იმედი, რომ ვინაიდან ინფიცირებულთა რიცხვი არ იმატებს, ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ სულ მალე დაიწყება რეგრესია და მონაცემები საგრძნობლად შემცირდება.

წარმოგიდგენთ სექტორებს, სად დასაქმებული პირებისთვისაც კვირაში ერთხელ თვით-ტესტირება სავალდებულოა:

  • რესტორნები, კაფეები, ტავერნები
  • საცალო ვაჭრობა, სუპერმარკეტები, სხვა სასურსათო მაღაზიები
  • ტრანსპორტი, გადაზიდვა (იქნება ეს სახმელეთო, საზღვაო თუ საჰაერო).
  • სილამაზის სალონები, ესთეტიკური ცენტრები
  • აზარტული თამაშების კომპანიები.

შეგახსენებთ, რომ ტესტირება უკვე სავალდებულოა მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, რომლებიც სკოლებს 12 აპრილს დაუბრუნდნენ.

onalem

ტესტ