fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: წყვილი პანდემიის შემდეგ დაქორწინებისთვის ემზადებოდა, მომავალი პატარძალი კი კორონავირუსით დაიღუპა

38 წლის ბერძენი ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში 58 დღის მანძილზე იბრძოდა გადარჩენისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, კორონავირუსის წინაშე უძლური აღმოჩნდა. მისმა გარდაცვალებამ ხალკიდას საზოგადოება შეძრა.

ირკვევა, რომ ახალგაზრდა ქალი დანიშნული იყო და წყვილი გეგმავდა, რომ პანდემიის შემდეგ დაქორწინებულიყო, რადგან არსებული შეზღუდვები საშუალებას არ აძლევდათ, აღენიშნათ თავიანთი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი დღე.  სამწუხაროდ, მომავალი პატარძალი კოვიდ-19-ით დაინფიცირდა, რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა და 58 დღიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

საბერძნეთში დღეს 3.089 ახალი ინფიცირებული და გარდაცვალების 81 შემთხვევა დაფიქსირდა, მონაცემები სტაბილურად მაღალი რჩება.

 

onalem

ტესტ