fbpx
საბერძნეთი

ΕΛΤΑ-ს თანამშრომელს სამსახურის მანქანიდან ბერძნული პასპორტებით სავსე ორი ჩემოდანი მოპარეს

ΕΛΤΑ-ს თანამშრომლის რამდენიმე წუთიანი გაჩერება კალითეაში, ელეფთერიოს ვენიზელუს ქუჩაზე, მისთვის დიდი შეცდომა აღმოჩნდა. როგორც ირკვევა, მას სამსახურეობრივი მანქანიდან მოპარეს ორი ჩემოდანი, რომლებშიც ბერძნული პასპორტები იყო განთავსებული.

ინციდენტი დღეს შუადღეს მოხდა, დაახლოებით 13:35 საათზე, ქალმა რამდენიმე წუთით გააჩერა მანქანა და სწორედ ამ მოკლე დროში ავტომობილში არსებული ორი ჩემოდანი მოიპარეს. ვარაუდობენ, რომ მას ან უთვალთვალებდნენ, ან უბრალოდ არასწორ დროს არასწორ ადგილას აღმოჩნდა. ჩემოდნებში არსებული პასპორტები გაცემული იყო საბერძნეთის პოლიციის შესაბამისი განყოფილებების მიერ და უნდა განაწილებულიყო. საუბარია ჯამში 81 პასპორტზე.

ქურდობის შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ სასწრაფო წესით გაუქმდა ყველა პასპორტის ნომერი, რათა თავიდან იქნას არიდებული მათი გამოყენება. ასევე, ინფორმაცია გაიცა აეროპორტებში, იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმე ეცდება რომელიმე აღნიშნული პასპორტით საზღვარი გადაკვეთოს.

როგორც ირკვევა, მანქანაში კიდევ იყო ერთი ჩანთა, რომელიც სიჩქარის გამო, დატოვეს. საქმეზე გამოძიება დაიწყო, რათა დამნაშავეთა ვინაობა დადგინდეს.

onalem

ტესტ