fbpx
საბერძნეთი

სექტემბრიდან ვაქცინის მე-4 დოზა ყველას საბერძნეთში? – რას ამბობს მინა გაგა?!

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მინა გაგა გამოთქვამს საფუძვლიან ვარაუდს, რომ ვაქცინის მე-4 დოზის მიღების რეკომენდაცია სექტემბრიდან მთელ მოსახლეობაზე გავრცელდება.

“ჩემი პირადი პროგნოზი ასეთია, რომ სექტემბრიდან საბერძნეთში მე-4 დოზის მიღების რეკომენდაცია მთელ მოსახლეობაზე გავრცელდება. ვფიქრობ, რომ შემოდგომის დასაწყისიდან კორონავირუსი გრიპს მსგავსი გახდება. ვინაიდან წინ გვაქვს ზამთარი და ვაქცინის წინა დოზების მიღებიდან საკმაო დრო იქნება გასული, ვფიქრობ, რომ ვაქცინაცია მიიღებს ყოველწლიურ ხასიათს, ან უბრალოდ დავიმატებთ გამაძლიერებელ დოზებს, როგორც გინდათ ისე უწოდეთ.”

გაგამ ასევე დასძინა, რომ მაისამდე ეპიდმდგომარეობა ზომების მოხსნის და სრული თავისუფლების შესაძლებლობას ჯერჯერობით არ გვაძლევს, ამიტომ აპრილის თვეშიც ჯერ კიდევ საჭირო იქნება როგორც ვაქცინაციის სერთიფიკატები, ასევე ტესტის პასუხი სხვადასხვა დაწესებულებებში შესასვლელად.

onalem

ტესტ