fbpx
საბერძნეთი

გამოძიება სოციალურ ქსელში: პასუხისგებაში მიეცემიან პირები, რომლებიც ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, ტაკის თეოდორიკაკომ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა არ დაუშვებს კონსპირაციული თეორიების პროპაგანდას და ამ გზით მოსახლეობაში არეულობის გაღვივებას.

მინისტრმა განაცხადა, რომ უკვე გაცემული აქვს ბრძანება კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამსახურში, რომ შეგროვდეს ყველა ის ინფორმაცია სოციალური ქსელებიდან, რომლებიც შეთქმულების თეორიების გავრცელებას უწყობს ხელს. მისი თქმით ადამიანები, რომლებიც მსგავს დეზინფორმაციას ავრცელებენ, არიან უპასუხისმგებლოები და ირაციონალურები, რის გამოც აუცილებელია მათი დასჯა, შესაბამისი მუხლით.

“ყველა მსგავსი საქმე აუცილებლად უნდა გადაეცეს მართლმსაჯულებას და მინდა ადამიანებს, ვთხოვო, დაგვეხმარნონ მათ გამოვლენაში, ვინც საზოგადოებრივ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. დროა, რომ ეს ეგოიზმი დასრულდეს,” აცხადებს თეოდორიკაკო.

onalem

ტესტ