fbpx
საბერძნეთი

განგაში ათენის საერთაშორისო აეროპორტში: პრობლემა თვითმფრინავის მუხრუჭებზე

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენის საერთაშორისო აეროპორტში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ირკვევა, რომ ატლანტა-ათენის რეისის თვითმფრინავის პილოტმა აეროპორტს შეატყობინა, რომ მუხრუჭებზე პრობლემა ჰქონდა, ხომალდი კი, სულ მალე უნდა დამჯდარიყო.

როგორც ცნობილია, ადგილზე მობილიზებული იყო როგორც სახანძრო სამსახური, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადები, თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობით დასრულდა.

ბორტზე მყოფი 248 ადამიანი უსაფრთხოდ გადმოვიდა ხმელეთზე, ხოლო თვითმფრინავს უტარდება სპეციალური დათვალიერება.

onalem

ტესტ