fbpx
საბერძნეთი

ხვალ, 6 დეკემბერს, 4.000 პოლიციელი ათენის ცენტრში – საგანგებო მდგომარეობა ალექსანდროს გრიგოროპულოს ხსოვნის დღესთან დაკავშირებით

ხვალ, 6 დეკემბერს, ათენში საგანგებო მდგომარეობა იქნება, როგორც ყოველ წელიწადს ხდება. ცხადია, ეპიზოდები მოსალოდნელია მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა, ბერძნული მედია ამ ეტაპზე დედაქალაქზე ამახვილებს ყურადღებას.

ხვალ დილიდან მოსალოდნელია აქციები ალექსანდროს გრიგოროპულოს გარდაცვალებიდან 15 წლისთავთან დაკავშირებით, რის გამოც ძლიერდება უსაფრთხოების ზომები. როგორც ირკვევა, ათენის ქუჩებში მობილიზდება ათასობით ოფიცერი.

უფრო კონკრეტულად, მობილიზდება 4.000 პოლიციელი, ყველა ქვედანაყოფიდან, ასევე, იმუშავებენ დრონები და ვერტმფრენები, რათა ატიკის ცენტრალურ შტაბს მიეწოდოს ზუსტი სურათი, თუ რა ხდება ათენის ცენტრალურ გამზირებსა და უბნებში.

აღსანიშნავია, რომ ექსარხიაში იდგებიან სპეციალური მანქანები, წყლის ჭავლით და დაკეტილი იქნება ორი სადგური “პანეპისტიმიუ” და “მონასტირაკი”. აღნიშნულ სადგურებში მატარებლები ჩაივლიან გაჩერების გარეშე.

onalem

ტესტ