fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში მაღაზიები 70%-მდე ფასდაკლებებით იხსნება – ნახეთ დეტალები

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში 5 აპრილს მაღაზიები იხსნება. როგორც მეპატრონეები, ასევე, მოსახლეობა მოუთმენლად ელის ამ დღეს.

ოფიციალური ინფორმაციით, ორშაბათიდან მაღაზიები 70%-ამდე ფასდაკლებებს შესთავაზებენ მომხმარებელს, ცხადია, ზამთრისა და წინა გაზაფხულის კოლექციებზე.

ამრიგად, 5 აპრილიდან ამოქმედდება გრანდიოზული ფასდაკლებები, რომლითაც, რომ არა კარანტინი, ამ სეზონზე ვერ ვისარგებლებდით.

კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ ვაჭრობის წესებს, რომლებიც ძალაში შედის ორშაბათიდან:

  • მაღაზიაში წასვლამდე ვნიშნავთ ვიზიტს, რომ პროდუქტი შევიძინოთ ან შიგნით შესვლის ფარგლებში (Shop Inside) ან პირდაპირ შესასვლელიდან წავიღოთ (Click Away).
  • წასვლამდე აუცილებელია გავაგზავნოთ SMS ნომერზე 13032.
  • აღნიშნულ SMS-ს ვადა აქვს 3 საათით.
  • აღნიშნული SMS-ის გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ დღეში ერთხელ.
  • 13032-ზე არ ვაგზავნით კოდს 7, არამედ მხოლოდ საკუთარ სახელსა და გვარს და მისამართს.
  • SMS-ის მეორედ გაგზავნის შემთხვევაში მოგივათ პასუხი: “გადაადგილება შესაძლებელი არ არის.”

შეგახსენებთ, რომ არ იხსნება დიდი სავაჭრო ცენტრები და მოლები, არამედ მხოლოდ პატარა მაღაზიები, სადაც, ცხადია, განსაზღვრული იქნება კლიენტთა რაოდენობა, ფართობის შესაბამისად.

onalem

ტესტ