fbpx
საბერძნეთი

ცვლილება გადაწყვეტილებაში – სად არ იხსნება მაღაზიები 5 აპრილიდან?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ექსპერტთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, თესალონიკში, კოზანსა და ახაიაში მაღაზიები არ იხსნება. 

გამომდინარე იქიდან, რომ მთელ ქვეყანაში დაგეგმილია მაღაზიების 70%-იანი ფასდაკლებებით გახსნა, თესალონიკში, კოზანსა და ახაიაში ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვაჭრობის ეროვნული კონფედერაციის პრეზიდენტი, გიორგოს კარანიკოსი მთავრობას მოუწოდებს, რომ ექსპერტებთან ერთად მიღებული ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ წაიღოს უკან.

ცხადია, აღნიშნულ ტერიტორიებზე მაღაზიების დაკეტილ მდგომარეობაში დატოვება მძიმე ეპიდემიოლოგიური სურათიდან გამომდინარე გადაწყდა.

კარანიკოსის განცხადებით, კოზანში, თესალონიკსა და ახაიაში მდებარე მაღაზიების მფლობელები იმსახურებენ პატივისცემასა და სოლიდარობას და აქვთ იგივე უფლებები, რაც სხვებს. ყველაზე შოკისმომგვრელი კი მათთვის ის იყო, რომ ჯერ გამოაცხადეს, რომ 5 აპრილს იხსნებოდნენ, ხოლო რამდენიმე საათში გადაწყვეტილება შეიცვალა.

onalem

ტესტ