fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“ემიგრანტებისთვის საბუთის მიცემის გარეშე ვერ მოგროვდება ზეთისხილი და 1,5 მილიარდ ევროს დავკარგავთ” – კერიდის

თავშესაფრისა და მიგრაციის მინისტრმა, დიმიტრის კერიდისმა პარლამენტში გააკეთა ახსნა-განმარტება, თუ რის გამო განიხილავს მთავრობა არალეგალი მიგრანტებისთვის სამსახურიდან გამომდინარე ბინადრობის ნებართვის გაცემას.

“ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ ყოველგვარი შეძახილების გარეშე ვიპოვოთ გამოსავალი. ეს არ ნიშნავს, რომ საბერძნეთის მთავრობა შეცვლის საიმიგრაციო პოლიტიკას. არ ვაპირებთ ამ კანონპროექტის გაწვევას.

არსებობს მიგრაციის ელემენტები, რომლებიც უკავშირდება საბერძნეთის ეკონომიკასა და საზოგადოებრივ პრიორიტეტებს. თუ არალეგალ ემიგრანტებს არ მივცემთ საბუთებს, დავკარგავს 1-1,5 მილიარდ ევროს. რატომ?! იმიტომ, რომ ჩვენ ახლა გვჭირდება მუშახელი. სათბურების ნახევარი განთავსებულია ილიასსა და მესინიაში, თითოეულ სათბურს სჭირდება 1 დასაქმებული ჰექტარზე, მაგალითად იერაპეტრაში საჭიროა 30.000 ადამიანი. მეწარმეები ამბობენ, რომ მუშახელის გარეშე არსებობს საშიშროება, რომ არ მოიკრიფოს 1-1,5 მილიარდი ევროს ზეთისხილი, საიდანაც ჯამში 3 მილიარდი ევროს ზეთი უნდა დამზადდეს,” აცხადებს კერიდისი.

მომდევნო დღეებში ცნობილი გახდება, დაუჭერენ თუ არა მხარს აღნიშნულ კანონპროექტს და რა იქნება ის კონკრეტული მოთხოვნები, რომლებიც უსაბუთო ემიგრანტებმა უნდა დააკმაყოფილონ, რომ ბინადრობის ნებართვა მიიღონ.

onalem

ტესტ