fbpx
საბერძნეთი

დღეიდან ტემპერატურა ისევ იმატებს – მზიანი ამინდი საბერძნეთში შობამდე 19 გრადუსით

დაბალი ტემპერატურისა და სიცივის შემდეგ, რაც საბერძნეთის უმეტეს ტერიტორიებზე დაფიქსირდა და ჩრდილოეთით მოთოვა კიდეც, როგორც ჩანს, ამინდი ისევ უმჯობესდება. კვირის ბოლომდე რაიმე განსაკუთრებულ ფენომენებს არ ველოდებით, ხოლო ტემპერატურა ნელ-ნელა ისევ მოიმატებს.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, შობის შაბათ-კვირას შესაძლოა მცირე ნალექი დაფიქსირდეს, თუმცა, ჰაერი 17 გრადუსამდეც კი გათბება.

დღეს ტემპერატურა ჩრდილოეთით 12 გრადუსამდე გაიზრდება, დანარჩენ რეგიონებში კი 16 გრადუსამდე, რაც შეეხება დოდეკანესის კუნძულებს ჰაერი გათბება 19 გრადუსამდე.

ატიკის რეგიონში დღეს ტემპერატურა 5-დან 15 გრადუსამდე იმერყევებს, ხოლო თესალონიკში 0-დან 12 გრადუსამდე.

როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, ჰაერის ტემპერატურა ნელ-ნელა, დღეების სვლასთან ერთად, კიდევ უფრო გათბება და შობას უმეტესად მზიანი ამინდით შევხვდებით (გამონაკლისია ზოგიერთი რეგიონები, სადაც მცირე პერიოდული წვიმაა მოსალოდნელი).

onalem

ტესტ