fbpx
საბერძნეთი

ტალახიანი წვიმა და დაბალი ტემპერტურა საბერძნეთში – როდის გაუმჯობესდება ამინდი?!

საბერძნეთის უმეტეს რეგიონებში ამინდი გუშინდელი დღის შემდეგ საგრძნობლად არის გაუარესებული. ჰაერის ტემპერატურამ რამდენიმე გრადუსით დაიკლო და ქრის ცივი ქარი.

აღდგომის კვირაში ცუდი ამინდი ოთხშაბათამდე შენარჩუნდება. მოსალოდნელია ტალახიანი წვიმა, აფრიკული მტვრის გამო და ქარი.

ატიკის რეგიონში ნავარაუდევია მოღრუბლულობა და პერიოდული წვიმა, იქროლებს ქარი, რომლის ძალაც 4-6 ბალი იქნება, ჰაერის ტემპერატურა კი, 10-დან 14 გრადუსამდე იმერყევებს.

რაც შეეხება თესალონიკს, მოსალოდნელია ასევე მოღრუბლულობა და წვიმა, ჰაერი მაქსიმუმ 11 გრადუსამდე გათბება.

სინოპტიოსთა პროგნოზით, ამინდი საგრძნობლად გაუმჯობესდება ოთხშაბათიდან და აღდგომის კვირის ბოლომდე სეზონისთვის დამახასიათებელი, ნორმალური ტემპერატურა შენარჩუნდება.

onalem

ტესტ