fbpx
საზოგადოება

“ბავშვის დაკრძალვაზე დააგვიანა, შემდეგ შემოვიდა, როგორც უბრალო შეხვედრაზე” – რულა პისპირიგუს ყოფილი პარტნიორი

მედიასთან საუბრობს 9 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული რულა პისპირიგუს ყოფილი პარტნიორი, მამაკაცი, რომელთანაც მანო დასკალაკიმდე ჰქონდა ურთიერთობა. ის აღწერს, რომ რულა საკმაოდ უცნაური იყო იმ ხნის მანძილზე, რაც ერთად იყვნენ და მისგან მუქარებიც კი მიუღია. ასევე დაახასიათა ჯორჯინა და გაიხსნება, როგორ იქცეოდა დედამისი მისი დაკრძალვისას.

ჯორჯინას რაც შეეხება, ის ძალიან მხიარული ბავშვი იყო. სულ იღიმოდა, მოვიდოდა, ჩაგეხუტებოდა, დაგელაპარაკებოდა, კომუნიკაბელური იყო. როდესაც რულა ხალხში იყო, სრულიად ნორმალურად იქცეოდა, კარგი დედა ჩანდა, არ უყვიროდა ბავშვებს.

ჯორჯინას დაკრძალვაზე რულას არ ეტყობოდა, რომ შვილი დაკარგა, არ ჰგავდა შვილმკვდარ დედას. აღსანიშნავია, რომ სასახლე გაცილებით ადრე მოიტანეს, რულა კი არსად ჩანდა, საკმარისად დააგვიანა, შემდეგ შემოვიდა, ისე, თითქოს უბრალოდ შეხვედრაზე იყო მოსული, არ ტიროდა.

მანო რულას დამნაშავედ თვლის. სანამ ეს საქმე ასე გახმაურდებოდა, თავს ვდებდი, რომ მანოს არანაირი კავშირი არ ჰქონდა ამ ყველაფერთან, მაგრამ ახლა უკვე ასე აღარ არის. ვფიქრობ, რომ გარეულია დანაშაულში,” აცხადებს მამაკაცი.

onalem

ტესტ