fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ვირის ზაფხული” – ამინდის ფენომენი, რომელიც მომდევნო კვირაში საბერძნეთში ტემპერატურის მატებას გამოიწვევს

სინოპტიკოსი, საკის არნაუტოღლუ ავრცელებს ინფორმაციას კლიმატური ფენომენის შესახებ, რომელიც საბერძნეთში მომდევნო კვირაშია მოსალოდნელია და ტემპერატურის მატებას გამოიწვევს.

როგორც არნაუტოღლუ განმარტავს, ეს სეზონისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, “ვირის ზაფხულს” უწოდებენ და ფენომენი იწვევს ჰაერის ტემპერატურის მატებას. მისი ფეისბუქ-პოსტის მიხედვით, კლიმატური ფენომენი სხვა ქვეყნებშიც ცნობილია და მას სხვადასხვა დასახლებები აქვს, სხვადასხვა ენაზე.

ათენში მიმდინარე კვირის ბოლომდე მოსალოდნელია უმეტესად მზიანი ამინდი, ჰაერი 21-დან 24 გრადუსამდე გათბება, რაც შეეხება თესალონიკს, ასევე ნავარაუდევია უმეტესად მზიანი ამინდი, ტემპერატურა კი 18-დან 23 გრადუსამდე.

როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, მომდევნო კვირაში კიდევ უფრო დათბება და რამდენიმე რეგიონში ამინდი ზაფხულს მოგვაგონებს.

onalem

ტესტ