fbpx
ემიგრაციასაზოგადოება

ქართველი ემიგრანტის დაუჯერებელი ამბავი და ხელფასი თვეში 1550 ევრო

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, დიანა ჭანკოტაძე წერს ერთი შეხედვით დაუჯერებელი ამბის შესახებ, რომელიც მას ერთ-ერთ ორგანიზაციაში მუშაობისას გადახდა.

გთავაზობთ მის პოსტს:

“დღეს ფრანგულმა სახელმწიფო ორგანიზაციამ დამიბარა და მითხრა, გავიგეთ თქვენი სამუშაო კონტრაქტი დასრულდა, ბუნებრივია, იწყებთ ახლის ძებნას და ჩვენ ვალდებულება გვაქვს, მოგაძებნინოთ სამსახური, რომელიც თქვენს პროფესიასთან ახლოსაა და თავს კომფორტულად იგრძნობთ. მეუბნება ქალი, რომელსაც რა აცვია, ვერ ვხვდები, არც კაბაა, არც შარვალი, ან ორივეა ან არც ერთი, ქალი რომელსაც ჯერ ვიფიქრე, ბალიში აუფეთქდა-მეთქი, მერე ჩემი ქართული ეჭვის თვალით მივხვდი, დაახლოებით ორი კვირა იქნებოდა, თმა არ დაუვარცხნია, ალბათ, არც დაუბანია. “ამან ჯერ თავს მიხედოს”, გამიელვა ქართულადვე რაღაცნაირად. ის კი ჭუჭყიანი ფრჩხილებით, მიუჯდა კომპიუტერს და ელვის სისწრაფით მოძებნა თუ რამ მიკეთებია ცხოვრებაში. უცებ დაიწყო:

– თქვენ სამი შვილი გყოლიათ, ამათგან უმცროსი ჯერ კიდევ 2 წლისაა, ამიტომ თქვენ უნდა იმუშაოთ ისე, რომ დიდი დრო დაუთმოთ შვილების აღზრდას, თქვენ ვერ შეძლებთ თქვენი პროფესიით მუშაობას. თქვენ ხართ ჟურნალისტი, გიმუშავიათ რადიოში, უნივერსიტეტში, მერიაში, ეს ყველაფერი კარგია, თუმცა შრომატევადი და სტრესული, ბავშვებს კი დედის სტრესი ავნებთ, ამიტომ მე გთავაზობთ, გახდეთ სკოლის მასწავლებლის დამხმარე. თქვენ კომუნიკაბელური ხართ, სწავლების გამოცდილებით. ამასთან წარმოიდგინეთ, მუშაობთ ისე, როგორც თქვენი შვილები სწავლობენ, მათთან ერთად მიდიხართ და ბრუნდებით სახლში, შუადღით მათთან ერთად ისვენებთ საათნახევარს, რაც მათი სახლში მოყვანის და ჭამის საშუალებას მოგცემთ. ყველა არდადეგებს (ფრანგული კანონმდებლობით სკოლები ყოველ ორთვეში ერთხელ ორი კვირით ისვენებენ) მათთან ერთად სახლში ატარებთ, განსაკუთრებით ზაფხულის 2 თვეს და როგორც თქვენ აცხადებთ, მუშაობთ ამჟამად სადოქტორო ნაშრომზე, აბა, დაფიქრდით, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, რამდენი დრო გრჩებათ თემის საწერადაც. ამასთანავე ჟურნალისტობა ყოველთვის შეგიძლიათ დაიტოვოთ მეორე პროფესიად და აკეთოთ ის პერიოდულად.

-უკაცრადვად ხელფასი რამდენი მაქვს?- ვეკითხები მე.

– 1550 ევრო თვეში.

ბეტონის არგუმენტები დადო და დამითანხმა. საჭირო გადამზადების კურსებსაც თავად მომიძებნის და სახელმწიფოს დააფინასებინებს. ქალი, რომელიც მწყრალად არის ჰიგიენასთან და საერთოდ არ ადარდებს, რა ბრენდი აცვია, სულში უძვრება ადამიანებს მათი ცხოვრების კომფორტის გასაუმჯობესებლად. სულ აღარ მახსოვდა, როგორ გამოიყურებოდა საუბრის ბოლოს, ჩახუტება მომინდა მისი, იმიტომ, რომ ჩემი შვილების ბედნიერება წარმოვიდგინე, დედა რომ იმუშავებს და მაინც სულ გვერდით ეყოლებათ.

ეს არის სახელმზიფოს მხრიდან ადამიანებზე ზრუნვა…”

onalem

ტესტ