fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთმა გერმანიისგან პირველი 6 Marder 1A3-ის ტიპის ტანკი მიიღო

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთმა და გერმანიამ რამდენიმე ხნის წინ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხევითაც, საბერძნეთი უკრაინაში გააგზავნიდა საბჭოთა დროინდელ ჯავშანტექნიკას, ხოლო მათ სანაცვლოდ გერმანია ახალ Marder 1A3-ის ტიპის ტანკებს გამოუგზავნიდა.

ხელშეკრულება, როგორც ჩანს, მოქმედებაში მოვიდა და საბერძნეთმა გერმანიიდან ჯავშანტექნიკის ნაწილი უკვე მიიღო – 6 ტანკი. ისინი გადაეგზავნება არმიის მე-4 დანაყოფს, მას შემდეგ, რაც ტანკების შეიარაღებულ ძალებში ინტეგრაციის ფორმალური პროცედურები დასრულდება.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, საბერძნეთში აღნიშნული ჯავშანტექნიკის ჩამოტანა შემდეგ პერიოდშიც გაგრძელდება, შესაბამისი გეგმის მიხედვით, სახმელეთო ქვედანაყოფების გაძლიერების და მათი საბრძოლო უნარების ამაღლებისთვის.

შეგახსენებთ, რომ შეთანხმება დაიდო გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცსა და საბერძნეთის პრემიერ კირიაკოს მიცოტაკის შორის და სექტემბრის შუა რიცხვებში რატიფიცირებულ იქნა ეროვნული თავდაცვის მინისტრის, ნიკოს პანაიოტოპულოსა და მისი გერმანელი კოლეგის, კრისტინ ლამბრეხტის მიერ.

onalem

ტესტ