fbpx
პოლიტიკა

“საბერძნეთმა გააგზავნა ოფიციალური წერილი მარიუპოლში ომის დანაშაულების გამოსაძიებლად” – ნიკოს დენდიას

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს დენდიამ განაცხადა, რომ საბერძნეთმა ჰააგის სასამართლოში უკვე გააგზავნა ოფიციალური წერილი, თხოვნით, რომ მოხდეს რუსების მიერ მარიუპოლში ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიება.

“ჩვენ გავაგრძელებთ მარიუპოლის საკითხის დაყენებას ყველა ფორუმზე და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ომის ყველა დანაშაული საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული.

საბერძნეთისთვის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და უკრაინაში ბერძნული საზოგადოებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა, უპირველესი პრიორიტეტია. განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპირო ქალაქებში, როგორებიცაა ოდესა და მარიუპოლი. აქ ბერძნები საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ. 

სამწუხაროდ, მაროუპოლში ვითარება ტრაგიკულია. ამ ქალაქმა, ფაქტობრივად, შეწყვიტა ფუნქციონირება და არსებობა. არ გვაძლევენ იქ ჩასვლის საშუალებას, რომ არ ვნახოთ, ამ კატასტროფის მასშტაბები.

საბერძნეთი, მიუხედავად ყველაფრისა, გააგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, როგორც ფუნდამენტალური პრინციპის მხარდაჭერას. მიუხედავად იმ ისტორიული კავშირებისა, რომლებიც რუსეთთან გვაქვს, საბერძნეთს ამ შემთხვევაში არ აქვს არჩევანი,” აცხადებს დენდია.

onalem

ტესტ