fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი საბერძნეთში ჩამოდის – სადილი მიცოტაკისთან თესალონიკში შედგება

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი 10 ივნისს საბერძნეთს ეწვევა – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის სპიკერის მოადილე, ვოლფგანგ ბუხნერი ავრცელებს.

როგორც ირკვევა, გერმანელი მაღალჩინოსანი თესალონიკში ჩავა, სადაც პრემიერ კირიაკოს მიცოტაკის შეხვდება და მასთან ერთად, აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის სესიის ფარგლებში გამართულ სადილს დაესწრება. ბატონი შოლცი თესალონიკში ერთ ღამეს დაჰყოფს, მეორე დღეს კი, ჩრდილოეთ მაკედონიაში გაემგზავრება, შემდეგ ბულგარეთს ეწვევა.

ამას გარდა, მომდევნო ოთხშაბათს ათენში ჩამოვა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი, რომელსაც ასევე კირიაკოს მიცოტაკი უმასპინძლებს და მოგვიანებით თავის ბერძენ კოლეგას, ნიკოს დენდიას შეხვდება. ბერბოკს მეორე დღეს დაგეგმილი აქვს გამგზავრება თურქეთში, სადაც ანკარაში მევლუთ ჩავუშოღლუს გაესაუბრება.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის კანცლერი, შოლცი, ბრიუსელში რიგგარეშე სამიტის ფარგლებში შეხვდა კირიაკოს მიცოტაკის, რომ თურქული პროვოკაციების შესახებ მიეღო ინფორმაცია.

onalem

ტესტ