fbpx
საბერძნეთი

“ეკლესიები მორწმუნეებისთვის დაკეტილი იქნება, ილოცეთ სახლში” – ნიკოს ხარდალიას

ნიკოს ხარდალიასმა დღევანდელ გამოსვლაში აღნიშნა, რომ როგორც ნავპაქტოსის მიტროპოლიტი, იეროთეოსი განმარტავს, სააღდგომოდ ეკლესიები მორწმუნეებისთვის დაკეტილი იქნება და ხალხმა სახლებიდან უნდა ილოცოს.

როგორც ირკვევა, ეკლესიებში შესვლა მხოლოდ სასულიერო პირებსა და მგალობლებს შეეძლებათ.

“საბერძნეთის წმინდა სინოდი არ მოუწოდებს მოსახლეობას ეკლესიებში მისვლისკენ, არამედ სახლში დარჩენისა და სახლებიდან ლოცვისკენ. ეს არის მსხვერპლი, რომელიც საერთო სარგებლისთვის უნდა გავიღოთ.

რაც შეეხება საზღვარგარეთიდან სპეციალური რეისებით ბოლო დღეებში ჩამოსულ ხალხს, 724 ადამიანი გადაყვანილია სპეციალურ სასტუმროში, სადაც უტარდებათ ტესტი. ვისაც კორონავირუსი უდგინდება, სასტუმროში რჩება, ხოლო ვისი პასუხიც უარყოფითია, სახლის პირობებში გაივლის კარანტინს.

ჩვენ მსოფლიოსთვის ვხდებით მაგალითები და საბოლოოდ გამარჯვებულები გამოვალთ. 

ვრჩებით სახლში! გამოვდივართ გამარჯვებულები!” – განაცხადა სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილემ.

 

onalem

ტესტ