fbpx
საბერძნეთი

ბერძენი მამაკაცი საკუთარ სახლთან დააჯარიმეს, რადგან საცხობში SMS გარეშე გავიდა

“ეს საცხობი ბევრად ახლოს არის, ვიდრე სანაგვე ურნა. ნუთუ ყოველ ჯერზე, როცა ნაგვის გადასაყრელად გავალ, SMS უნდა გავაგზავნო?!” – ამბობს ხანიელი მამაკაცი, რომელიც პოლიციამ გარეთ “უკანონოდ” ყოფნისას დააჯარიმა.

გავრცელებული ინფორმაციით, საცხობი, რომელშიც ის საჭირო პროდუქტის შესაძენად წავიდა, მის სახლთან რამდენიმე მეტრში მდებარეობს. როცა უკან ბრუნდებოდა, პოლიციის ოფიცერმა გააჩერა და მოსთხოვა სახლიდან გასვლის მიზეზის დამადასტურებელი ცნობა ან SMS. მან უპასუხა, რომ ის საკუთარ ბინასთან ძალიან ახლოს იმყოფებოდა და არ ჩათვალა საჭიროდ, რომ SMS გაეგზავნა. თანაც ხელში მხოლოდ გასაღები და შეძენილი პროდუქტი ეკავა.

სამწუხაროდ, პოლიციამ მისი ახსნა-განმარტება არ გაითვალისწინა და კანონდარღვევისთვის 150 ევროიანი ჯარიმა გამოუწერა.

onalem

ტესტ