fbpx
ჯანმრთელობა

ჯანდაცვის მინისტრის საგანგებო განცხადება: “არ დავმალავ, რომ განვიხილავთ, რომელი ზომის მოხსნა შეიძლება მაისისთვის”

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ვასილის კიკილიასმა ტელეკომპანია Mega-ზე ქვეყანაში მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა განაცხადა, თუკი მოვლენები სწორი გზით განვითარდება, მთავრობა უკვე განიხილავს, თუ რომელი ზომების მოხსნა შეიძლება მაისის თვეში.

“არ დავმალავ, რომ უკვე განვიხილავთ და ვმუშაობთ, რომელი ზომები იქნება შემსუბუქებული მაისში. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს მეცნიერების მითითებებზე დაყრდნობით. ვფიქრობთ, თუ რა მოქმედებები იქნება დაშვებული იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური მრუდი კარგად წავა. 

მთავრობა ცდილობს, კბილებითა და ფრჩხილებით დაიცვას მოხუცები და სხვა მოწყვლადი ჯგუფები. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ, უნდა გავაგრძელოთ პირადი ჰიგიენის და დისტანციის დაცვა. ვიმეორებ, არა სოციალური და მენტალური, არამედ მხოლოდ ფიზიკური დისტანციის დაცვა. ეს არის ის კანონები, რომლებსაც ჩვენი ეპიდემიოლოგებისგან ვიღებთ.

მნიშვნელოვანია ვთქვა, რომ ამ წუთისთვის არაფრის ზუსტი პროგნოზირება არ შეიძლება. ახლა არაფერს ვაცხადებთ დადასტურებით. ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიის განვითარების დინამიკაზე,” აცხადებს ვასილის კიკილიასი.

onalem

ტესტ