fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

ქსანთის სოფელი სრულ კარანტინში – კორონავირუსი 9 ადამიანს დაუდგინდა

ნიკოს ხარდალიასის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით ირკვევა, რომ კარანტინი გამოცხადდა საბერძნეთის კიდევ ერთ სოფელში, სადაც 3.000 მაცხოვრებელია.

კერძოდ, ქსანთიში, სოფელ ეხინოსში 9 ადამიანს კორონავირუსის დიაგნოზი ოფიციალურად დაუსვეს, რის შემდეგაც სოფელში ყველა ადამიანისთვის აიკრძალა როგორც შესვლა, ასევე გასვლა. საგანგებო მდგომარეობა მინიმუმ 7 აპრილამდე იქნება გამოცხადებული.

როგორც ირკვევა, კორონავირუსმა გავრცელება სხვა ევროპულ სოფლებში დაიწყო, სადაც ცხოვრობენ ბერძენი იმიგრანტები, რომლებიც წარმოშობით ეხინოსიდან არიან. ისინი საბერძნეთში დაბრუნდნენ და შემდეგ დაიწყო ვირუსმა ეხინოსში გავრცელებაც. ასევე იციან პირველი ინფიცირებულის ვინაობა, რომელმაც ვირუსი სხვებს გადასდო.

სოფელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და იქ მხოლოდ საკვებსა და მედიკამენტების მისატანად შევლენ.

onalem

ტესტ