fbpx
ჯანმრთელობა

“ყურადღება მიაქციეთ პირსახოცებს, თეთრეულს, თეფშებს – გარეცხეთ 60-90 გრადუსზე” – სოტირის ციოდრასი

პროფესორმა სოტირის ციოდრასმა ისაუბრა იმ აუცილებელ წესებთან დაკავშირებით, რომლებიც იზოლაციაში მყოფმა ადამიანებმა უნდა დაიცვან. მან ყურადღება გაამახვილა იმ პაციენტებზე, რომელთაც ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვთ გამოხატული და სახლის პირობებში მკურნალობენ. ჰიგიენის რომელ წესებს უნდა მიჰყვნენ ისინი და რომელი საგნებია ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი?! კერძოდ, ციოდრასი ამბობს:

  • თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკონტროლეთ ყოველდღიურად ექიმთან კომუნიკაციით.
  • იყავით კარგად განიავებულ ოთახში, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ თქვენ გამოიყენებთ.
  • უკეთესია თუ თქვენს მოსავლელად არავინ შემოვა და საკუთარ თავს მოუარეთ თავად.
  • იდეალური იქნება, თუ საერთოდ არავინ მოვა სახლში თქვენს მოსანახულებლად.
  • თუკი შესაძლებელია ოჯახის სხვა წევრებმა დაიკავონ თქვენგან მინიმუმ 2 მეტრიანი დისტანცია.
  • თუკი დახმარება დაგჭირდებათ, ადამიანი, რომელიც თქვენთან შემოვა, უნდა ატარებდეს ნიღაბს.
  • დაავადებულთან ნებისმიერი კონტაქტის შემდეგ აუცილებელია ხელების გულდასმით დაბანა.
  • ყოველი გამოყენების შემდეგ პირსახოცები, საწოლის თეთრეული და ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს 60-დან 90 გრადუსამდე ტემპერატურაზე. ინფიცირებულის და ოჯახის სხვა წევრების ტანსაცმელი უნდა იყოს განცალკევებული.
  • ასევე, ყურადღება მიაქეციეთ თეფშებსა და დანა-ჩანგალს, ჭიქას, რომელსაც დაავადებული იყენებს – უნდა მოხდეს მათი დაუყოვნებლივ გარეცხვა.

როგორც ციოდრასი ამბობს, ინფიცირებულთა უმეტესობა სახლის პირობებში მკურნალობს და ისინი აუცილებლად უნდა მიჰყვნენ ამ მითითებებს.

onalem

ტესტ