fbpx
ჯანმრთელობა

საბერძნეთი ერთციფრიან ნიშნულზე ჩამოვიდა! ნახეთ დღევანდელი მონაცემები

რამდენიმე წუთის წინ სოტირის ციოდრასის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს კორონავირუსით საბერძნეთში სამი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო საერთო ჯამში ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი 143-ს უდრის.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დღეს ვირუსით ინფიცირების მხოლოდ 8 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ქვეყანა ისევ ერთციფრიან ნიშნულზე ჩამოვიდა, რაც ნიშნავს, რომ კორონავირუსის მრუდი უკვე უკიდურესად დაბლა მიდის.

რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულ პაციენტთა რიცხვი 37-ს უდრის.

ორშაბათიდან საბერძნეთში მიღებული აკრძალვები ნელ-ნელა იხსნება, სალონები და მაღაზიები მუშაობის დასაწყებად ემზადებიან, მოსახლეობის ნაწილი კი სამსახურებში ბრუნდება.

onalem

ტესტ