fbpx
საზოგადოებაჯანმრთელობა

საგანგებო მდგომარეობა პატრასში: კორონა ვირუსმა 66 წლის მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო

საბერძნეთში კორონა ვირუსის მე-9 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა, ამჯერად 66 წლის მამაკაცის სიმპტომები საკმაოდ სერიოზულია. ის სუნთქვის პრობლემებით რიოს საავადმყოფოშია მოთავსებული.

როგორც ცნობილია, ის ისრაელსა და ეგვიპტეში რელიგიურ მოგზაურობაში იმყოფებოდა კიდევ 52 სხვა ადამიანთან ერთად, რომლებიც ასევე დიდი რისკის ქვეშ არიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ საავადმყოფოს პერსონალმა თავდაპირველად ის არ მიიღო როგორც კორონა ვირუსის სიმპტომების მქონე პაციენტი, რადგან თავად მამაკაცმა ამის შესახებ არ განაცხადა, სწორედ ამიტომ, 20-მდე ექიმი და ექთანი კარანტინშია მოთავსებული.

იმ ხალხის უმეტესობა, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა 66 წლის მამაკაცთან, ასევე კარანტინშია მოთავსებული და ანალიზები უტარდება.

onalem

ტესტ