fbpx
ჯანმრთელობა

21 ახალი შემთხვევა საბერძნეთში – კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 352-მდე გაიზარდა

რამდენიმე წუთის წინ სოტირის ციოდრასის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 352-მდე გაიზრდა. ფიქსირდება 21 ახალი შემთხვევა.

როგორც ციოდრასმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია იმ ადამიანების 14 დღიან კარანტინში მოთავსება, რომლებიც საზღვარგარეთიდან ბრუნდებიან და დიდი ყურადღება უნდა მიენიჭოს ახალგაზრდების მიერ გამოჩენილ პასუხისმგებლობას. მათ არ უნდა მოინახულონ ოჯახის ხანდაზმული წევრები, რადგან ისინი ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან.

გთხოვთ გამოიჩინოთ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და პანიკის გარეშე მიჰყვეთ მთავრობის მითითებებს. გაატარეთ მეტი დრო სახლში და დაიცავით პირადი ჰიგიენა.

onalem

ტესტ