fbpx
საზოგადოება

“ვირუსი გადააქვს ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ფულს” – რას არ უნდა შევეხოთ და რა არ უნდა გავაკეთოთ?!

იანის ტუდასი კონკრეტულ რჩევებს გვაძლევს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ავარიდოთ თავი სახლში ვირუსის შეტანას, როგორ მოვიქცეთ, როცა სახლში ვბრუნდებით და რას არ უნდა შევეხოთ.

როგორც ცნობილია, კორონავირუსით დაინფიცირება შეიძლება მოხდეს ნებისმირი შეხებისას, იგულისხმება, მაგალითად ავტობუსში სახელურებსა და სკამებზე შეხება, თუკი იქ უკვე დაინფიცირებული ადამიანი იმყოფებოდა. ვირუსი გადააქვს ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და განსაკუთრებით სახიფათოა ქაღალდის ბანკნოტები და მონეტები.

ტუდასი გვირჩევს, რომ გადახდისას გამოვიყენოთ პლასტიკური ბარათი, თუ, რა თქმა უნდა, ამის საშუალება გვაქვს.

ძირითადი რჩევები და წესები, რომლებიც აღნიშნულუ პანდემიის პერიოდში უნდა გავითვალისწინოთ, ასე გამოიყურება:

  1. თითოეულ ბიზნეს დაწესებულებას ევალება ჰქონდეს სადეზინფექციო საშუალება შესასვლელში.
  2. ყველა ადამიანმა, რომელიც სახლიდან გადის, უნდა ატაროს სველი ანტისეპტიკური ხელსახოცი, ხშირად გამოიყენოს ის გზაში და გადააგდოს დახურულ სანაგვე ყუთში.
  3. სახლის სალონში ყველაზე ხშირად უნდა გაიწმინდოს სკამები, სახელურები და კიბე. მაგიდაზე არ დაალაგოთ გაზეთები და ჟურნალები.
  4. თუ ოფისში მიდიხართ გარკვეულ შეხვედრაზე და იქ მყოფი რომელიმე პირი ახველებს, აუცილებელია დაიკავოთ დისტანცია და ატაროს ნიღაბი.
  5. არ მიესალმოთ ერთმანეთს ხელის ჩამორთმევით. დაიკავეთ 2 მეტრიანი დისტანცია სხვა პირთან.
  6. ავტობუსებსა და სხვა საჯარო ტრანსპორტში უმჯობესია თუ არ შეეხებით სახელურებს, გამოიყენეთ ხელთათმანი ან ანტისეპტიკური ხელსახოცი.
  7. გადახდისას გამოიყენეთ ბარათი და აუცილებლად გაწმინდეთ ამის შემდეგ.
  8. სახლში დაბრუნების შემდეგ აუცილებლად გამოიცვალეთ ტანსაცმელი, გამოცვლილი სამოსი და ფეხსაცმელი დააწყვეთ აივანზე ანუ გაანიავეთ მინიმუმ ნახევარი საათის მანძილზე.
  9. სახლში დაბრუნების შემდეგ დაიბანეთ როგორც ხელები, ასევე სახე.

onalem

ტესტ