fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში შემოსული თითოეული ადამიანი 14 დღიან კარანტინს გაივლის!

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გამართულ კონფერენციაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საბერძნეთში უცხო ქვეყნებიდან შემოსული თითოეული ადამიანი 14 დღიან კარანტინს გაივლის.

როგორც არისტოტელია პელონი ამბობს, ეს ზომები აუცილებელია იმისთვის, არ მოხდეს კორონავირუსის კიდევ უფრო გავრცელება.

ცნობილია, რომ ვირუსი გავრცელდა სწორედ იტალიაში, ისრაელსა სხვა ქვეყნებში მოგზაურობის, შემდეგ კი საბერძნეთში დაბრუნების შედეგად. ეს ნიშნავს, რომ თითოეული მგზავრი, ეროვნების განურჩევლად, იქნება ეს ბერძენი თუ უცხოელი, კარანტინს აუცილებლად გაივლის. აღნიშნულის არ შესრულების შემთხვევაში კი მის წინააღმდეგ საქმე აღიძვრება.

კარანტინში იგულისხმება სახლის პირობებში დარჩენა და თვითიზოლაცია.

შეგახსენებთ, რომ ღია იქნება სუპერმარკეტები, ბაზარი, ბანკები, აფთიაქები და ბენზინგასამართი სადგურები.

საბერძნეთმა საზღვრები ჩაკეტა ალბანეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან. აკრძალულია ადამიანების გადაადგილება, თუმცა, საკვების და სხვა პროდუქტების გადატანა ჩვეულებრივად მოხდება. საბერძნეთში შემოსვლა ამ ქვეყნებიდან მათაც შეუძლიათ, ვისაც ბერძნული მოქალაქეობა აქვს.

შეწყვეტილია ფრენები იტალიასთან.

შეწყვეტილია გემების გასვლა ბერძნული პორტებიდან.

შეწყვეტილია საჰაერო მიმოსვლა ესპანეთთან.

 

onalem

ტესტ