fbpx
საბერძნეთი

ერთ კალათში მხოლოდ სამი ანტისეპტიკური საშუალება – სუპერმარკეტები მუშაობის განრიგს ცვლიან

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით სუპერმარკეტები ამიერიდან ორი საათით მეტს იმუშავებენ.

კერძოდ, სუპერმარკეტები ღია იქნება 07:00 საათიდან 22:00 საათამდე და ასევე ღია იქნება კვირას, 22 მარტს.

ადონის გეორგიადისის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კლიენტებს დაურიგდებათ სპეციალური ბარათები შესვლისას, რომელთაც გამოსვლისას უკან ჩააბარებენ. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს ხალხის რაოდენობა და არ შეიქმნას ვირუსის გადადების საფრთხე.

ამასთანავე, ვინაიდან სუპერმერკეტებში განსაკუთრებული მოთხოვნაა ანტისეპტიკურ საშუალებებზე და ერთი ადამიანი გადაჭარბებული რაოდენობით ყიდულობს მათ, ამიერიდან დაშვებული იქნება ერთ კალათში მხოლოდ სამი ანტისეპტიკური საშუალება. ეს იმისთვის, რომ ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის და ხალხმა მოახერხოს პირადი ჰიგიენის დაცვა.

onalem

ტესტ