fbpx
საბერძნეთი

მიცოტაკის უპრეცენდენტო გადაწყვეტილება: მთელ საბერძნეთში რელიგიური მსახურება აიკრძალა

საბერძნეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 30 მარტამდე ქვეყანაში ყველა რელიგიური მსახურების შეჩერების თაობაზე.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკიმ განაცხადა. მისივე თქმით ეკლესიები ღია იქნება იდივიდუალური მომლოცველებისთვის, თუმცა, არ ჩატარდება წირვა-ლოცვა.

“მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისათვის საჭიროა ნათელი გადაწყვეტილებები,” წერს მიცოტაკი.

პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებამდე საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა კვირის გარდა ყველა სხვა დღის ლიტურგია დროებით შეაჩერა. ასევე დროებით შეჩერებულია ნათლობები და ჯვრისწერები.

“თუ ეს გადაუდებელია, მხოლოდ ადამიანების მკაცრად განსაზღვრული და შეზღუდული რაოდენობა დაესწრება. დაკრძალვებს დაესწრებიან მხოლოდ ოჯახის წევრები,” ნათქვამია სინოდის განცხადებაში.

საბერძნეთში კორონავირუსით დაავადების 352 შემთხვევაა გამოვლენილი. დაიღუპა 4 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 8.

onalem

ტესტ