fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ტრაგედია კრეტაზე: შვილის მსხვერპლი მამის სიკვდილის კონკრეტული მიზეზები

კრეტაზე 2 დღის წინ მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება. ირაკლიოში 34 წლის მამაკაცმა საკუთარი მამა შობის დღესასწაულზე სიტყვიერი შეკამათების შემდეგ მოკლა. 61 წლის მამაკაცის გვამს ექსპერტიზა ჩაუტარდა და კორონერი შედეგებზე საუბრობს.

მსხვერპლი საკუთარი შვილის ხელებში გარდაიცვალა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

“მამაკაცი ცხვირისა და პირის დაცობის შედეგად გაიგუდა, რადგან სუნთქვა არ შეეძლო. მას შვილმა ხელები დააფარა და ასე დაახლოებოთ სამი წუთის მანძილზე ჰქონდა. მოხუცი იტანჯებოდა და წინააღმდეგობას უწევდა, თუმცა, თავდასხმამდე მამაკაცს ეღვიძა თუ შვილმა გააღვიძა და ამის შემდეგ დაიწყეს კამათი. როგორც ცნობილია ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ადამიანის კუნთოვანი სისტემა მოდუნებულია და წინააღმდეგობის გაწევის სუსტი უნარი აქვს,” ამბობს ექსპერტი.

34 წლის მამაკაცმა დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ მისი მამა ჩხუბობდა, ყვიროდა და მის გაჩუმებას ცდილობდა, ამიტომ პირზე ხელი ააფარა და საბოლოო ჯამში მკვლელობა მოხდა.

გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.

onalem

ტესტ