fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

გიჟური კონტრასტი საბერძნეთში: კრეტაზე მზე, მაკედონიაში თოვლი

მეტეოროლოგი იანის კალიანოსი მომდევნო დღეებში საბერძნეთის სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულ ამინდის პროგნოზირებს. უცნაურია, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით ძალიან კონტრასტული სურათი იქმნება.

კალიანოს მიხედვით, აღმოსავლეთ მაკედონიაში მოსალოდნელია თოვლი, ხოლო კრეტას მაცხოვრებლებს შეუძლიათ თამამად გავიდნენ ზღვის სანაპიროებზე.

ხუთშაბათს განსაკუთრებით აცივდება მაკედონიასა და თრაკიში. ასევე დაბალი ტემპერატურა იქნება ცენტრალურ და ჩრდილოეთ საბერძნეთში.

ხუთშაბათს თესალიაში მოსალოდნელია პერიოდული წვიმა, ხოლო თოვლი მთიან რეგიონებში.

ამავე დღეს ქარი ქვეყანაში აფრიკის ქვიშას გადმოიტანს. მაკედონიაში მოსალოდნელია 4-5 გრადუსი სითბო, მაშინ როცა კრეტაზე 31-32 გრადუსს ვარაუდობენ.

ქვეყნის რამდენიმე რეგიონში პერიოდული წვიმა კვირის ბოლომდე გაგრძელდება. როგორც ჩანს, საბერძნეთში “წმინდა გაზაფხული” ჯერ კიდევ არ მოსულა.

onalem

ტესტ