fbpx
საბერძნეთი

კოვიდისგან თავისუფალი ბერძნული კუნძული, სადაც აბსოლუტურად ყველა ვაქცინირებულია

იტალიური გაზეთი, Corriere della Sera, საბერძნეთს სტატიას უძღვნის და საუბრობს ვაქცინაციის სტრატეგიაზე, რომელიც საბერძნეთის მთავრობამ შეიმუშავა.

“საბერძნეთის მთავრობის სტრატეგიაა, რომ დაიცვას შორეული და მცირე ტერიტორიები და პარალელურად, სტიმული მისცეს ტურიზმის ამუშავებას ზაფხულისთვის,” წერს სტატიაში ჟურნალისტი, პაოლო კონტი.

გაზეთში განსაკუთრებით არის ხაზგასმული კუნძულ კასტელორიზოზე არსებული მდგომარეობა, სადაც თებერვლის თვეს ისტორიული დატვირთვა ჰქონდა. ეს იმიტომ, რომ სულ მოკლე ხანში ამ კუნძულის მთელმა მოსახლეობამ არა მხოლოდ პირველი, არამედ კორონავირუსის ვაქცინის მეორე დოზაც გაიკეთა, რაც ნიშნავს, რომ კასტელორიზო კოვიდ-თავისუფალია.

როგორც ირკვევა, საბერძნეთის მთავრობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს შორეულ კუნძულებზე უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა, რადგან ისინი უდიდეს ტურისტულ ღირებულებას წარმოადგენენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა გამოაცხადა, რომ მოგზაურობა 17 მაისის შემდეგ დაშვებული იქნება, ჯავშნების ნამდვილი “აფეთქება” მოხდა და პირველ ადგილზე, სასურველი დანიშნულების პუნქტების მხრივ, არიან საბერძნეთი და ესპანეთი.

onalem

ტესტ