fbpx
საბერძნეთი

“ვიგრძენი, რომ თვალთ მიბნელდებოდა” – რას ამბობს ბერძენი პოლიციელი, რომლის ფოტომაც ინტერნეტი მოიცვა

ΠΑΜΕ-ს წევრებისა და სამართალდამცავების ბოლო დაპირისპირების შედეგად საერთო ჯამში ხუთი ბერძენი პოლიციელი დაშავდა, ერთი მათგანი კი ყველაზე მძიმედ. მისი ფოტო ინტერნეტ სივრცეში ძალიან პოპულარულია, ვინაიდან ჩანს, თუ როგორ ესხმის თავს ორი დემონსტრანტი კარატეს ილეთებით.

როგორც ცნობილია, ოფიცერმა დაზიანებები კისრისა და თავის არეში მიიღო. ყველაფერი ვასილეოს კონსტანტინუს ქუჩაზე მოხდა, სადაც პოლიცია აგრესორების დაშლას ცრემლსადენი გაზითაც კი ცდილობდა, მაგრამ იმდენად დიდი რაოდენობით მიდიოდნენ, რომ ეს მათთვის შეუძლებელი გახდა. დაპირისპირება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ ჰარი ტრუმანის ძეგლისთვის საღებავების სროლა დაიწყეს.

ერთ-ერთი პოლიციელი მათ წინაშე უძლური აღმოჩნდა და თავდასხმის გადატანა მოუწია, ვიდრე მას კოლეგები არ დაეხმარებოდნენ.

“დარტყმების შემდეგ ვიგრძენი, რომ თვალთ მიბნელდებოდა, რადგან ჩაფხუტი მომძვრა და ისინი თავში დიდი ხნის მანძილზე მირტყამდნენ, ვიდრე ჩემი კოლეგები არ მომეშველნენ,” ამბობს ის.

onalem

ტესტ