fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: კაფეებისა და ტავერნების მფლობელები გასაღებებს ურნაში ყრიან

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ლარისაში კაფეებისა და ტავერნების მფლობელები საკუთარი ბიზნეს დაწესებულებების გასაღებებს ურნაში ყრიან, რომელსაც აწერია: “გასაღებები ადონისთვის”.

საუბარია საბერძნეთის განვითარების მინისტრზე, ადონის გეორგიადისზე, რომელმაც საჯაროდ თქვა, რომ ამ დაწესებულებების გახსნის საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება და თავად აიღებდა ყველა იმ მფლობელის გასაღებს, რომელიც ისურვებდა მის ჩაბარებას.

უნდა აღინიშნოს, რომ მინისტრმა მოგვიანებით საკუთარ განცხადებას გაზვიადებული უწოდა.

onalem

ტესტ