fbpx
საბერძნეთი

ბერძენი მამაკაცი, 97 წლის იაკოვოს ცუნისი, საბერძნეთის შეიარაღებულ ძალებს 23 მილიონი ევროს უტოვებს

უდიდესი პატრიოტიზმის გამოვლინება შეიძლება ეწოდოს 97 წლის მამაკაცის, ბიზნესმენ იაკოვოს ცუნისის ქმედებას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი და გემთმფლობელია. ცუნისი მთელ თავის ქონებას საბერძნეთის შეიარაღებულ ძალებს უტოვებს.

მისი თქმით, უნდა, რომ გარდაიცვალოს ზუსტად ისე, როგორც დაიწყო, ფეხშიშველი. ომის ვეტერანი მთელ თავის ქონებას, 23 მილიონ ევროს, ქვეყნის თავდაცვას უტოვებს.

“ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ პატრიოტიზმია. არაფერია ფული და წოდებები, სამშობლოს გარეშე არ არსებობს სიხარული, სახელი ან სიმდიდრე,” ამბობს ის.

იაკოვოს ცუნისი პირველად 16 წლის ასაკში ალბანეთის ფრონტზე იბრძოდა. მისი თქმით, მაშინ მოხალისეობრივად წავიდა ომში და არაჩვეულებრივ ფიზიკურ ფორმაში იყო.

“ალბანეთში ვიბრძოდი. ამ ქვეყანას ძალიან კარგად ვიცნობ. როდესაც 4-5 თვე გავიდა 70 კგ-დან 29 კგ-ზე ვიყავი ჩამოსული.”

იხილეთ რეპორტაჟი:

onalem

ტესტ