fbpx
საბერძნეთი

“კარანტინი 7 დეკემბრის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს” – ექსპერტთა რეკომენდაციები საბერძნეთის მთავრობას

საბერძნეთში არსებულმა მძიმე ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ მთავრობა უკვე აიძულა მიეღო შესაბამისი ზომები და კარანტინი 7 დეკემბრამდე გაგრძელდა. როგორც სტელიოს პეცასმა განაცხადა, ამ ეტაპისთვის არ ჩანს მნიშვნელოვანი ცვლილებები და შედეგები, რომლებიც მიღებულმა ზომებმა მოიტანა. იმისთვის, რომ მათ მოხსნაზე ვიფიქროთ, აუცილებელია ყოველდღიური მონაცემები 500-მდე მაინც დაეცეს, ამისგან კი ჯერ, როგორც ჩანს, ძალიან შორს ვართ.

ირკვევა, რომ ექსპერტთა გარკვეული ნაწილის რეკომენდაციაა კარანტინი ქვეყანაში მოქმედებდეს 14 დეკემბრამდე, ანუ ნახევარი თვე, რადგან სწორედ დეკემბრის შუა რიცხვებიდან ელოდებიან სიტუაციის შესადრებით დასტაბილურებას.

ამ დროისთვის ურთულესი ვითარება ფიქსირდება შემდეგ ქალაქებში: დრამა, პელა, თესალონიკი, გრევენა, ფლორინა, პიერია, იმათია, ლარისა, კილკის, მაგნისია, ხალკიდიკი, ქსანთი, კარდიცა, ევროსი, ვოლოსი, კავალა, ტრიკალა.

დღეს სამოქალაქო დაცვის მინისტრი, მიხალის ხრისოხოიდისი, პატრასში მიემგზავრება, რათა ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის საფუძველზე, გასცეს ბრძანებები, რომლებიც ემსახურება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას.

მეორეს მხრივ, შესაძლოა კარანტინი მოიხსნას სხვადასხვა დროს, სხვადასხვა რეგიონებში. მაგალითისთვის, ჩრდილოეთ საბერძნეთში დაუშვებელია კარანტინის მოხსნა იგივე დროს, როგორც სამხრეთით.

onalem

ტესტ