fbpx
საბერძნეთი

ბერძნებმა სიკვდილისთვის განწირული 96 იმიგრანტი გადაარჩინეს – ჩაძირულია ნავი, რომელზეც ისინი იმყოფებოდნენ

კიდევ ერთი თურქული პროვოკაცია, რომელიც ათობით ადამიანის სიკვდილით შეიძლებოდა დასრულებულიყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ხალკის ტერიტორიაზე ბერძნულმა მხარემ 96 იმიგრანტი სიკვდილისგან იხსნა. ჩაძირულია მათი ნავი და რაც ყველაზე ტრაგიკულია, ამ ადამიანებს არ ეცვათ სამაშველო ჟილეტები.

დადასტურებული ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდა თურქეთის სანაპირო დაცვაც და ისინი მუდმივად მოუწოდებდნენ იმიგრანტებს დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ იქაურობა, ანუ დევნიდნენ საბერძნეთისკენ, მათი სიცოცხლის გარისკვის ფასად.

საბოლოოდ დიდი ზომის ნავი, რომელზეც 96 იმიგრანტი იმყოფებოდა, ჩაიძირა, ხოლო მათ საშველად მისულმა ბერძნებმა თავდაუზოგავად იმუშავეს და ინციდენტს არცერთი ადამიანის სიცოცხლე არ შესწირვია.

კუნძული ხალკი როდოსთან ძალიან ახლოს მდებარეობს, რის გამოც იმიგრანტების ნაწილი როდოსზე, ნაწილი კი კარპათოსზე გადაიყვანეს.

onalem

ტესტ