fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

კვირას: 5.000 პოლიციელი ათენის ცენტრში, ვერტმფრენი და დრონები უსაფრთხოების გაძლიერებისთვის

ბერძნული მედიის ინფორმაციით, კვირას, 17 ნოემბერს, ათენში პოლიცია მაქსიმალური დატვირთვით იმუშავებს. უსაფრთხოების მიზნით, გაუშვებენ დრონებს და იფრენს ვერტმფრენიც.

ბუნებრივია, რომ მთავარი აქცენტი იქნება ექსარხიაზე და ათენის ცენტრში მობილიზდება 5.000 პოლიციელი, რომელიც ქუჩებში სიტუაციას გააკონტროლებს.

ოფიცრები აქტიურად იმუშავებენ სამთავრობო შენობების ტერიტორიებზე, უნივერსიტეტებთან, საელჩოებთან, რადგან პოლიცია ვარაუდობს, რომ არსებობს თავდასხმების საფრთხე სწორედ აღნიშნულ ადგილებზე.

მოსალოდნელია, რომ 17 ნოემბერს ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა გართულდეს.

 

onalem

ტესტ