fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! საბერძნეთში გადაადგილებაზე შეზღუდვები კიდევ უფრო მკაცრდება

ნიკოს სიფსასის განცხადებით, საბერძნეთში საზოგადოების 5% ჯერ კიდევ ავლენს დამოურჩილებლობას:

“ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ვირუსის შესაძლო გავრცელების კერები, მაგალითად: ბაზარი და ბანკები. საზოგადოების 95% დისციპლინირებულია, ხოლო 5%-ს ჯერ კიდევ ვერ გაუაზრებია საფრთხეები. მე გაფრთხილებთ, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები ნამდვილი “ბომბია”.

რისი ეშინია მთავრობას?!

მთავრობას ეშინია, რომ მიმდინარე სტაბილური მდგომარეობის გამო მოსახლეობა მოდუნდება და აღდგომის აღნიშვნას ტრადიციულად გადაწყვეტს. სიმართლე რომ ვთქვათ, ზოგიერთ მათგანს ეს უკვე გადაწყვეტილი აქვს, მაგრამ არაფერი გამოუვა. ქალაქგარეთ გამგზავრებები და ოჯახური თავყრილობები ვირუსის გავრცელების წყარო შეიძლება აღმოჩნდეს.

გრძელვადიანი კარანტინისგან გამოწვეული დაღლილობა, რომელსაც მოსახლეობა ვეღარ გაუძლებს.

ეკონომიკასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებსაც კორონავირუსის პანდემია იწვევს.

რას ამბობს სტელიოს პეცასი?!

მთავრობის სპიკერი, სტელიოს პეცასი, მკაცრად აფრთხილებს მოსახლეობას, რომ სააღდგომოდ გადაადგილებისგან თავი შეიკავონ, რადგან ეს ფიზიკურად შეუძლებელი იქნება:

“გადაწყდა, რომ დაწესდეს კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვა გადაადგილებასთან დაკავშირებით. იკრძალება გადაადგილება ქალაქიდან სოფლების მიმართულებით. ეს იყო ერთ წამში მიღებული გადაწყვეტილება, საზოგადოების ნაწილის ურჩობის გამო. თუ საჭირო იქნება გასასვლელების საბოლოოდ დახურვა, ისინი დაიხურება.

ახლა საჭიროა, რომ ვუსმინოთ ექსპერტებს და მივყვეთ მათ მითითებებს. არ შევიკრიბოთ ბევრნი ერთად. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს აღდგომა იქნება განსხვავებული და უნდა დავრჩეთ ჩვენი ტრადიციების, ადათ-წესებისა და ჩვეულებებისგან შორს, რათა მომდევნო წელს უკვე ერთად შევძლოთ აღნიშვნა.”

onalem

ტესტ