fbpx
ემიგრაცია

ქართველ ემიგრანტს იტალიაში მოხუცი გარდაეცვალა, რომელსაც უვლიდა და მიცვალებული სახლიდან არავის მიჰყავს

იტა­ლი­ა­ში, მი­ლან­ში მცხოვ­რე­ბი ემიგ­რან­ტი ნ. რობა­ქი­ძე, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უმ­ძი­მეს სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს. ქალ­ბა­ტო­ნი წერს, რომ უკვე სამი დღეა მიც­ვა­ლე­ბულ­თან ერ­თად უწევს ცხოვ­რე­ბა, რად­გან ქალს, რო­მელ­საც უვ­ლი­და გარ­და­იც­ვა­ლა. თუმ­ცა მსოფ­ლიო პან­დე­მი­ის ფონ­ზე, მათ­თან სახ­ლში არა­ვინ მი­დის, რად­გან ყვე­ლას ეში­ნია მო­ხუ­ცი კო­რო­ნა­ვირუ­სით არ იყოს გარ­დაც­ვლი­ლი.

“2020 წლის 3 ა პ რ ი ლ ი… ვზი­ვარ და ვე­ლო­დე­ბი რო­დის გა­თენ­დე­ბა, მე­ტად სამ­წუ­ხა­როდ სამ­შობ­ლოს გა­რეთ იტა­ლი­ა­ში მი­ლან­ში ვარ ამ ურ­თუ­ლეს კა­ტას­ტრო­ფულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში…

ს ა მ ი დღეა მიც­ვა­ლე­ბულ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ… ირ­გვლივ თით­ქოს სი­ცო­ცხლე აღარ არ­სე­ბობს.. ასე და­ა­ზომ­ბი­რეს მსოფ­ლიო ხალ­ხე­ბი… ვერ­ვინ გვე­კა­რე­ბა, არა­ვინ არ შე­მო­დის, არც არა­ფე­რი გა­უ­კე­თეს, მო­ვა­წეს­რი­გე უკა­ნას­კნელ გზა­ზე ყვე­ლა­ნა­ი­რად, რო­გორც უვ­ლი­ან ქარ­თვე­ლე­ბი მიც­ვა­ლე­ბულს.

სან­თლე­ბი აუნ­თე… ვი­ლო­ცე, სა­გა­ლობ­ლე­ბიც ჩა­ურ­თე… მაგ­რამ , ეს დრო არ და არ გა­ვი­და… მარ­ტო ძნე­ლი ყო­ფი­ლა… უკვე სუნ­თქვა შე­მეკ­რა… ფან­ჯრებს დიდ­ხანს ვერ ვა­ღებ, რომ არ შე­უ­წყო ხელი ვირუსს არა და კა­რან­ტინ­ში ყოფ­ნა მო­მი­სა­ჯეს მიც­ვა­ლე­ბულ­თან ერ­თად..

არ იცი­ან ეს ქალ­ბა­ტო­ნი რით გარ­და­იც­ვა­ლა… დღეს მოვა სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი წა­ას­ვე­ნებს საბ­რა­ლოს, არა­ვინ ნა­თე­სა­ვი და ოჯა­ხის წევ­რი არ მო­დის ში­ში­სა­გან. შევ­რჩი მე მხო­ლოდ… ღმერ­თი არს ჩემ­თან, ჩემი უსას­რუ­ლო სიყ­ვა­რუ­ლი – ქ რ ი ს ტ ე ღმერ­თი…”

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, იტა­ლი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 115 242 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და. მათ შო­რის 13 915 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 18 278 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

onalem

ტესტ